კრემლი: პუტინი ზელენსკისთან პირველი სატელეფონო საუბრით კმაყოფილია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის უკრაინელ კოლეგა ვლადიმერ ზელენსკისთან პირველი სატელეფონო საუბრით კმაყოფილია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას RBC-ს კორესპონდენტი ავრცელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთსა და უკრაინას შორის პირველი კავშირის ფაქტი”,- განაცხადა პუტინის პრეს-სპიკერმა.

მან დასძინა, რომ საუბარი გაცნობითი ხასიათის და პრაგმატული იყო.
“სახელმწიფოს მეთაურების ურთიერთობა სწრაფად არის კოორდინირებული. ინიციატივა იქნება. ტექნიკური კოორდინაციით პრობლემა არ არის “, – აღნიშნა მან.
11 ივლისს, საღამოს ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის აზრით, მოლაპარაკებების მთავარი თემები დონბასში არსებული ვითარება და ორივე მხარეს დაკავებული პირების დაბრუნება იყო. კიევში აცხადებენ, რომ საუბრის მთავარი თემა რუსეთში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად