კრემლი: გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტის გამო სინანულს გამოვთქვამთ

კრემლში გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ყირიმის და აზოვის და შავი ზღვების აკვატორიების მილიტარიზაციის შესახებ უკრაინის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის მიღებას გამოეხმაურნენ. მათ ფაქტის გამო სინანული გამოთქვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

“ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი პოზიცია და სინანული გამოვხატოთ”, – განაცხადა პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ყირიმი რუსეთის “განუყოფელი ნაწილია”, ნახევარკუნძული “ყირიმელი ხალხის მიერ გამოხატული თავისუფალი ნების შედეგად რუსეთთან გაერთიანდა”.

“ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს პოზიციას”, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რუსეთის მიერ ყირიმის და აზოვის და შავი ზღვების აკვატორიების მილიტარიზაციის შესახებ უკრაინის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი მიიღო.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლობა თავის “ტვიტერზე” წერს, რომ მიღებული დოკუმენტის ტექსტში გაერო პირველად მიუთითებს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შედეგად ბუდაპეშტის 1994 წლის 5 დეკემბრის მემორანდუმის დარღვევის შესახებ.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, გაიყვანოს თავის ჯარები ყირიმიდან და გადაუდებლად დაასრულოს უკრაინის ტერიტორიის დროებითი ოკუპაცია. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 66-მა ქვეყანამ, 19 წინააღმდეგი იყო, ხოლო 72-მა თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად