“კრედიტი მაქვს ბანკიდან და დავფარავ” – ამბროლაურის მერი მოგებულ 48 000 ევროიან “პორშეს” ყიდის

ამბროლაურის მერმა დავით მხეიძემ “ლიდერბეთის” გუშინდელ გათამაშებაში “პორშე კაიმანი” მოიგო. დეტალების გასარკვევად “აიპრესი” გამარჯვებულს დაუკავშირდა.

ამბროლაურის მერმა “აიპრესთან”  ავტომობილის მოგება დაადასტურა.

“ვადასტურებ ინფორმაციას. უბრალოდ, ფეხბურთი მიყვარს და გართობის კუთხით, რაღაც ერთი-ორი ხუთლარიანი ბილეთი დავწერე. ჯამში, სულ 48 ბილეთი მქონდა. ეს გვერდი ჩემმა დისშვილებმა 3 წლის წინ გააკეთეს”.

„აიპრესის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა მოგებული ავტომობილის გაყიდვას, დავით მხეიძე პასუხობს:

“ახლა მაგის უფლება არ მაქვს, რომ ავტომობილით ვიარო. გაყიდვას ვაპირებ, როგორც ყველას, მეც კრედიტი მაქვს ბანკიდან აღებული და დავფარავ, შემდეგ რა ვიცი, საახლობლოში, სანათესავოში ვინც გაჭირვებულია, ყველას დავეხმარები”.

სააგენტო “აიპრესი” თბილისში “პორშეს” ცენტრს დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, “პორშე კაიმანი” 2019 წლის მოდელის  ღირებულება 48 000 ევროდან 50 000 ევრომდე მერყეობს.

მასალა მოამზადა ჯემალ ღამბაშიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად