კრამერი, საქართველოს პოლიტიკური სიტუაციის შესახებ, Washington Post-ში ვრცელ სტატიას აქვეყნებს

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერი, საქართველოში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, Washington Post-ში ვრცელ სტატიას აქვეყნებს საქართველოსა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ.

“როდესაც ვესწრებოდი კონფერენციას, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ამ თვეში იმართებოდა, არ ველოდი, თუკი აშშ-ის საელჩოს წინ, გაბრაზებული მომიტინგეების ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდებოდი, ან თუკი სამთავრობო სატელევიზიო არხი დამესხმებოდა თავს. მე წლებია, მხარს ვუჭერ საქართველოს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ის ფაქტი, რომ საქართველოში ზოგიერთმა ანტიდასავლური პროპაგანდისტული კამპანიის დასაწყებად ჩემი გამოყენება გადაწყვიტა, ბევრ რამეზე მეტყველებს. მას შემდეგ, რაც 28 წლის წინ, საბჭოთა კავშირის ნაგავსაყრელიდან 4-მა მილიონმა ადამიანმა თავი დააღწია, საქართველო, ავტორიტარიზმის ზღვაში დემოკრატიის კუნძულად იქცა, რომელიც გარშემორტყმულია ისეთი მეზობლებით, როგორიც არის აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი.

საქართველოში დრო იცვლება. პოლიტიკურმა გარემომ უფრო მეტად გამაოცა, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში ჩემი სხვა ვიზიტების დროს. მმართველი პარტია ”ქართული ოცნების” წევრებმა პირობა დადეს, რომ ჩაახშობენ ოპოზიციას, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას ამძაფრებს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქართველების უმრავლესობა რუსეთს, საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხედ მიიჩნევს, გამოკითხულთა 52% კი მთავრობას, მოსკოვთან ურთიერთობაში გადადგმულ ი ნაბიჯების გამო აკრიტიკებს.

ივანიშვილმა თავისი ქონება რუსეთში დააგროვა და მათ შორის გახარიას, ქვეყნის ახალ პრემიერმინისტრსაც ღრმად აქვს იქ ფესვები გადგმული.

შესაძლოა ეს დამეხმაროს იმის ახსნაში, თუ რატომ გადაწყვიტეს ისეთმა სამთავრობო მედიამ და პოლიტიკოსებმა, როგორიც მაგალითად არის ირმა ინაშვილი, პრორუსული პარტიის წევრი, თავიანთი რისხვის ჩემზე, ჯონ მაკკეინზე და საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის სხვა მხარდამჭერებზე ფოკუსირება.

ქართველები უარს აცხადებენ მოსკოვის წინაშე ქედის მოხრაზე, მაგრამ მათ სჭირდებათ დასავლეთის, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატების მხარდაჭერა დემოკრატიის კონსოლიდირებაში, კანონზე დაფუძნებული ინსტიტუტების შექმნაში და სამომავლოდ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საქართველოს ზოგი მხარდამჭერი თავს არიდებს მიმდინარე მოვლენების გაკრიტიკებას, ვინაიდან შიშობენ, რომ ასე მოქცევა გამოიწვევს იმას, რომ დასავლელი ლიდერები ინტერესს დაკარგავენ დემოკრატიის ამ კუნძულის მიმართ. რეალურად კი, ქართველები იმსახურებენ, რომ მათი საერთაშორისო მეგობრები ამბოდნენ სიმართლეს და მათთან ერთად იგნენ იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანას არასწორი მიმართულებით წაიყვანს.” – წერს დევიდ კრამერი.

ცნობისათვის: 10 სექტემბერს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად