კოჟორიძე: უზენაესში მოსამართლეთა სიმცირეს ასე თუ განიცდიდნენ, აქამდე რატომ არ უსაბრიათ?!

მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორძე აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლე სიმცირის პრობლემა ნამდვილად არსებობს. უფრო მეტიც კოჟორიძე ამბობს, რომ უზენაესში სისხლის სამართლის პალატაში ამ პროფილის მხოლოდ 1 მოსამართლეა, რაც კომპეტენციის პრობლემას აჩენს.

როგორც კახა კოჟორიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში თქვა, თუ ივანიშვილი, იუსტიციის საბჭოს წევრები და “ოცნების” წარმომადგენლები ასე განიცდიდნენ ამ პრობლემას, მაშინ რატომ არ უზურუნიათ ამ პრობლემის გადაჭრაზე. კოჟორიძეს აინტერესებს, აქამდე ამაზე პოზიცია რატომ არ გამოუხატავთ.

“პირველი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირე ახლა, ამ დღეებში არ შექმნილა. ეს ბოლო წლების განმავლობაში არსებობს. თუ ასე განიცდიდა ვინმე უზენაესში მოსამართლეთა სიმცირეს, მაშინ კონტრშეკითხვა ჩნდება, აქამდე პოზიცია რატომ არ დაუფიქსირებითა?! დღეს საქართველოს პარლამენტში არის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატის საქმე. საკომიტეტო მოსმენაზე კი გავიდა, მაგრამ პლენარულ სესიაზე არც კი არც არა უთქვამთ. თუ ვთქვათ განიხილავდნენ და ჩააგდებდნენ, მაშინ პრეზიდენტი ახალ კანდიდატებს წარადგენდა. იუსტიციის საბჭო თითქოსდა შეშფოთებული რომ არის კადრების სიმცირის გამო, აქამდე პოზიცია რატომ არა გამოუხატავს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირე იყო. ახლა აწყობთ ამ ვითარების დახატვა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ამიტომაც გადაწყვეტილება სასწრაფოდ არის მისაღები. ამ სიტუაციას იყენებენ, რაც მათ არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს.

ზოგად სიტიაციას რაც შეეხება არ უარვყოფ იმას, რომ უზენაესში ნამდვილად არის ეს პრობლემა. მაგალითად, სისხლის სამართლის პალატაში სისხლის სამართლის განმხილველი ერთი მოსამართლეა. პალატის შემადგენლობა ერთკაციანი რა თქმა უნდა, ვერ იქნება, შესაბამისად სისხლის სამართლის განმხილველი მოსამართლე დახმარებას სთხოვს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პალატის განმხილველ მოსამართლეებს. პალატის იდეა ეს არის, რომ მაქსიმალურად კომპეტენეტური გადაწყვეტილებები მიიღონ, ამიტომ ახლა ეს იდეა ვერ მუშაობს. სისხლის საქმეს სამოქალაქოს საქმის მოსამართლე რომ განიხილავს ეს იდეა ვერ იმუშავებს. ასეთი იურისტი, რომ ყველაფრის ძალიან მაგარი მოსამართლეა არცერთ ქვეყანაში არ არსებობს.

პრობლემა არსებობს, მაგრამ ამოცანა გვეკითხება ეს პრობლემა როგორ გადავწყვიტოთ? გადავწყვიტოთ ისე, რომ „კონა ათ შაურად“ ამდენი კანდიდატი ერთად დავასახელოთ და დავნიშნოთ, თან ისეთები, რომლებიც მუდმივად უსამართლობასთან ასოცირდებოდნენ თუ გააზრებული და რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღოთ, გავიაზროთ თითოეული კანდიდატის პროფესიონალიზმი, გამოცდილება, წარსული, განვიხილოთ მათი ხედვები სასამართლოსთან და კომპეტენციებთან დაკავშირებით? ევროპასა და ამერიკაში მოსამართლეს მხოლოდ პროფესიონალიზმზე კი არ უსვამენ კითხვას, არამედ შეიძლება უმარვა სხვა ასპექტზე დაუსვან.

აქ რა მოხდა, ხომ დაინახეთ კადრები? – ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი 10 გვარი და სახელი. სათითაოდაც კი არ გაიარეს ეს საკითხი. ყველას ერთად უყარეს კენჭი. როგორ შეიძლება ყველა ერთად მოგწონდეს ან არ მოგწონდეს. უზენაეს სასამართლოში ადამიანის ასე გამწესება მოხდეს, ეს გაუგებარი ამბავია!” – განაცხადა კახა კოჟორიძემ, რომელთან ინტერვიუსაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...