A1 ბანერი

კოჟორიძე: მურისიძეს 14 წელი ვუხდიდით ძალიან მაღალ ხელფასს, კიდევ 22 წელი გადავუხდით და მერე მაღალ პენსიასაც

ამის შესახებ საქართველოს ყოლი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოფილმა მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ სოციაურ ქსელში დაწერა.

,,მე ვარ სასამართლოს ლიდერი“

– ეს ცნობილი ფრაზა ქართული მართლმსაჯულების თანამედროვე კლასიკოსს, ბატონ ლევან მურუსიძეს ეკუთვნის.

არადა მოსამართლეს უნდა ჰყავდეს ორი ლიდერი: კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. მესამე სიტყვა, და მით უმეტეს რომელიმე გვარი, მურუსიძე იქნება ეს თუ კოჟორიძე, აქ არის ზედმეტი. თითოეული მოსამართლე, ინსტანციის მიუხედავად, არის თავისი თავის ლიდერი. მას სხვა ლიდერი არ სჭირდება. თუ მოსამართლე საკუთარ დამოუკიდებლობას თუ თავისუფლებას რომელიმე სხვა მოსამართლეს ან თანამდბობის პირს უკავშირებს, მაშინ მას არ აქვს გააზრებული საკუთარი თანამდებობის არსი, ის არც თავისუფალია და არ დამუკიდებელი და, შესაბამისად, ვერც სხვის თავისუფლებას დაიცავს!

ბატონი მურუსიძე კი თავის თავს აცხადებს ლიდერად. ის მაინც თქვას რჩეული ვარ თანასწორთა შორისო. მაგრამ არა, მას ლიდერობა სურს. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ ხარ ლიდერიო, შეიძლება მართლაც სრული გულწრფელობით უპახა: ყველა მოსამართლეს ვიცნობ, მათ პრობლემებს ვიცნობა, მათ შვილებს ვიცნობ, ოჯახებში მისვლა-მოსვლა გვაქვს და მაგიტომო. გადაუთარგმნეთ მხოლოდ ეს ინტერვიუ ბრიტანეთის, გერმანიის, კანადის, ამერიკის მოსამართლეებს და ორიდან ერთი აუცილებლად მოხდება: ან ვერ გაიგებენ რაზე საუბრობს ეს კაცი ან გაიგებენ და მწუხარებას გამოგვიცხადებენ.

პატივცემული ლიდერი წინა ხელისუფლების დროინდელ უსამართლობას შეებრძოლა დღეს, 7 წლის შემდეგ; დღევანდელს გააკრიტიკებს შეცვლიდან 6 წლის შემდეგ, ხოლო ოცნების შემცვლელს მაშინ, როცა ის სხვა პოლიტიკური პარტიით შეიცვლება. მას ასე ესმის ლიდერობა და სამართლიანობა. და უფასდება კიდეც – ხალხი, რომელიც მურუსიძის სამართალში უკვე 14 წელია რაც ძალიან მაღალ ხელფასს უხდის, ყველაფერს მოიკლებს, შვილებსაც მშიერს დაიტოვებს და კიდევ 22 წლის განმავლობაში გადაუხდის ძალიან მაღალ ხელფასს, ხოლო შემდეგ კი ძალიან მაღალ პენსიას. ცხადია, არც მათ დავუვიწყებთ ღვაწლს, რომლებმაც მურუსიძე უვადოდ დანიშნეს და საკუთარი თავიც უვადოდ დაინიშენს, ისინიც ანალოგიურ სამუდამო პატივში გვეყოლებიან.

ასე ვაფასებთ ლიდერებს, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები…”, – წერს კახა კოჟორიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...