კოჟორიძე მელიას პროცესის LIVE-ში არგაშვებაზე: როდესაც სახის ჩვენება არ გინდა, იმალები

გასაგებია, რატომაც არ იქნება მელიას პროცესის ტრანსლირება, – ასე ეხმაურება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი კახა კოჟორიძე “აიპრესთან” ინტერვიუში მოსამართლის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში არ იქნება ტრასლირებული.

კოჟორიძე იმედოვნებს, რომ ჩაწერა სრულად მოხდება და დაინტერესებულ მედიასაშუალებებს მასზე ხელი მიუწვდებათ.

_ ეჭვები რაც გამოთქვით, რომ მოსამართლე პოლიტიკური დღის წესრიგით იმოქმედებს. ეს ეჭვები მოსამართლის იმ გადაწყვეტილებამაც ხომ არ გაგიმძაფრათ, რომ არ იქნება სასამართლოს პირდაპირი ტრანსლაცია?

_ დიახ, მგონი ამითაც ყველა მიხვდება, რატომაც გააკეთა ეს მოსამართლემ. მაგას სასამართლო მაშინ აკეთებს, როდესაც დასამალი აქვს რაღაცა. როდესაც ადამიანს საკუთარი სახის ჩვენება არ უნდა, მაშინ ის იმალება. ეს გააკეთა წინა ხელისუფლებამ, როდესაც აკრძალა გადაღება სასამართლო დარბაზში.

_ ასე დაასაბუთეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს სასამართლოში გადაღებას და ინფორმაციის გავრცელების რისკი არ იქნება, ხოლო პირდაპირი ტრანსლაციის საჭიროება არ არის. არ არის მისაღები ეს არგუმენტი?

_ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაკეთებულ ჩანაწერს თუ სრულად მისცემენ დაინტერესებულ მედიასაშუალებებს, მაშინ გასაგებია. იმედია მისცემენ და ამ შემთხვევაში საზოგადოება დაინახავს. ის, რომ სრულად არ დაკეტეს კარი, ეს კარგია.

კახა კოჟორიძესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...