კოჟორიძე ივანიშვილს: როცა ბიზნესი იგებს, საზოგადოება აგებს?! ასე ბოლშევიკები ფიქრობდნენ

როცა ბიზნესი იგებს, საზოგადოება აგებს?! ასე ბოლშევიკები ფიქრობდნენ, ამის შესახებ “ლელოს” წარმომადგენელმა კახა კოჟორიძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:

“ივანიშვილი ხშირად იმეორებს: ,,საქართველოში არასოდეს მიწარმოებია ბიზნესი მოგებისთვის.“ ყველამ იცის, რომ ეს ტყუილია, მაგრამ ახლა სხვა პრობლემაზე მინდა ვთქვა: საკუთარ ქვეყანაში მომგებიანი ბიზნესის წარმოება ცუდია?! თუ ცუდი არ არის, ამას ხშირად რატომ იმეორებს? ხოლო თუ კარგია, მაშინ თავად რატომ არ ამბობს, რომ სურს მომგებიანი ბიზნესის შექმნა?!

როცა ბიზნესი იგებს, საზოგადოება აგებს?! ასე ბოლშევიკები ფიქრობდნენ. მარტო მისი ეს ფრაზაა საკმარისი იმის მისახვედრად, რომ ფუნდამენტურად არასწორი ხედვები აქვს”, – წერს კახა კოჟორიძე Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად