კოჟორიძე: განვითარებული ქვეყნები პლანეტებს აკვირდებიან, ჩვენ-სხვის ჭუჭრუტანაში ვიხედებით, რაც წარმოუდგენელი განუვითარებლობაა

“ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ჩანაწერების გავრცელებაში რაიმე ფორმით მონაწილეობენ ვერანაირად ვერ გავამართლებ ვინც რაიმე ფორმით ავრცელებს. გავრცელება კი არა ყურებაც ამაზრზენია. არასოდეს არცერთი ჩანაწერისთვის არ მიყურებია”, – ამის შესახებ იურისტმა კახა კოჟორიძემ “აიპრესს” განუცხადა.

მისი თქმით, ეს ამორალური და დანაშაულებრივი ქმედებაა.

“საზოგადოების დამოკიდებულება უნდა იყოს, რომ იგნორი გავუკეთოთ და ვთქვათ, რომ არ გვაინტერესებს. ამით ვაჩვენოთ, რომ  მორალური და საზოგადოებრივი შეგნებით უფრო მაღლა ვდგავართ. ამ შემთხვევაში ასეთი მეთოდები ვერ იმუშავებს. სირცხვილია! მაშინ როცა განვითარებული ქვეყნები პლანეტების გადაადგილებას დაკვირვებას ცდილობენ და მარსზე გრადაციების პროექტებით არიან დაკავებულები, ჩვენ კარის ჭუჭრუტანაში ვიყურებით და სხვა ადამიანების სექსუალური ცხოვრებით ვართ დაინტერესებულები, ეს სირცხვილი და წარმოუდგენელი განუვითარებლობაა. სამართალდამცველებმა უნდა მოახდინონ სათანადო რეაგირება.

სანამ ეს პრობლემები არ მოგვარდება, მანამ მოგვიწევს ჩვენი ენერგიის ამაზე დახარჯვა. თქვენი როგორც ჟურნალისტის, ჩემი როგორც იურისტის, სხვა ადამიანების. ჩვენი ენერგია ამ ტიპის მსჯელობებზე იხარჯება, მაშინ როცა ეს საკითხები შეთანხმებული უნდა გვქონდეს. ეს არის სირცხვილი, დანაშაული და ანტიკონსტიტუციური ქმედება. ეს ძალიან ამაზრზენია. ყველაზე მიუღებელი ადამიანების მიმართაც კი ასეთი მეთოდებით ბრძოლა ძალიან დიდი ნაძირლობაა. იმედი მაქვს, რომ საზოგადოებაში ასეთი ტიპის ნაძირლობას არ ექნება მხარდაჭერა. მე მგონი ისეთი ტიპის მსჯელობა ვის აწყობს, ხელისუფლებას, ოპოზიციას და სხვა ჯგუფს, ასეთი ტიპის მსჯელობაში საერთოდ არ უნდა შევიდეთ“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...