კოვზანაძე: “დერივატივების შესახებ” კანონი ხელს შეუწყობს ფინანსური ბაზრების განვითარებას

„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში, მთავრობის, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სპეციალისტებთან ერთად ვმუშაობდით კანონპროექტზე, კომიტეტმა შეჯერებული ვარიანტი კი გასული წლის დეკემბერში მიიღო“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას დერივატივების კანონთან დაკავშირებით.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კანონი ხელს შეუწყობს ქართული ფინანსური ინსტიტუტების მიერ უცხოურ პარტნიორებთან დერივატივების დადებას და ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში, შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებს გაუმარტივდებათ და გაუიაფდებათ უცხოეთიდან რესურსების მოზიდვა და რისკების მართვა“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დერივატივები კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვა. ასევე, კანონით მნიშვნელოვანი გარანტიები იქმნება დერივატივებისა და გირავნობის მხარეების სამართლებრივი უფლებების დაცვის თვალსაზრისით. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გასულ წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, მთავრობის, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ექსპერტებთან ერთად, მიმდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად