კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 30 მილიონს გადასცდა

პორტალ “corona scanner. com”-ის მთვლელი აფიქსირებს, რომ მსოფლიოში 30 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებულია

17 სექტემბრის 04:31საათზე თბილისის დროით, პორტალ “corona scanner. com”-ის მთვლელმა დააფიქსირა, რომ მსოფლიოში უკვე 30 მლნ კოვიდინფიცირებულია.

 
ინფიცირებულთა შორის სრულად განკურნებულთა რაოდენობა არის 21 776 599 ანუ 72.53%.
 
დაინფიცირებულთა 24.32% ანუ 7 302 161 კაცი განაგრძობს მკურნალობას.
 
გარდაიცვალა 944 637 კაცი, დაინფიცირებულთა 3.15%.
 

შეგახსენებთ, რომ 15 080 963 კოვიდინფიცირებული აღნიშნული პორტალის მთვლელმა 22 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დააფიქსირა

https://ipress.ge/new/kovidinphitsirebultha-raodenoba-msophlioshi-15-milions-gadastsda/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად