კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო გერმანიამ საქართველო რისკის ზონიდან მაღალი რისკის ზონის ქვეყნებში გადაიყვანა

ხვალიდან, 9 მაისიდან, გერმანიაში, მოგზაურთათვის შედგენილ რისკის ზონის შემცველი ქვეყნების სიის ახალი ვარიანტი შედის ძალაში

გერმანიის მიერ შედგენილ რისკის ზონის შემცველი ქვეყნების ახალ სიაში არ მომხდარა ჩამონათვლის იმ ნაწილის ცვლილება, რომლებშიც კორონავირუსის გარკვეული შტამების გავრცელებით გამორჩეული და ამის გამო, ინფიცირების განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველად მიჩნეული ქვეყნები შედიან:

ბოტსვანა, ბრაზილია ესვატინი, ზამბია, ზიმბაბვე, ინდოეთი, ლესოტო, მალავი, მოზამბიკი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

მაღალი რისკის შემცველი ზონის ქვეყნების ჩამონათვალში ორშაბათიდან აღარ იქნებიან პოლონეთი, უნგრეთი, მონტენეგრო და სომხეთი.

რისკის შემცველი ზონიდან მაღალი რისკის შემცველი ზონის ქვეყნებში არიან გადაყვანილები საქართველო, კოსტა-რიკა, მალდივები და ნეპალი.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან გერმანია მაღალი რისკის შემცველად მიიჩნევს თურქეთს, ხოლო რისკიც შემცველებად აზერბაიჯანს და რუსეთს. სულ, მაღალი რისკის შემცველობის ზონაში 44 ქვეყანაა.

მაღალი რისკის შემცველობის ქვეყნებიდან გერმანიაში შემსვლელები აეროპორტში ტესტირების გავლის შემდეგ ათი დღის განმავლობაში კარანტინში უნდა იყვნენ. კარანტინში ყოფნის დრო შეიძლება 5 დღის შემდეგ ჩატარებულ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

9 მაისიდან რისკის შემცველი ქვეყნების ზონაში აღარაა მალტა და პორტუგალიის ალგარვეს რეგიონი. უსაფრთხოდ მიჩნეული ქვეყნების ჩამონათვალში მათან ერთად არიან დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდია, ალბანეთი, ფინეთის უუსიმაას (ჰელსინკი) და ვარსინაის-სუომის რეგიონები და ნირვეგიის რუგალანის პროვინცია.

გერმანული პრესის ინფორმაციით, უახლოეს დღებში ძალაში შევა ახალი წესები, რომლიდან გამოდინარეც კარანტინიდან განთავისუფლდებიან გამოჯანმრთელებული და სრულად ვაქცინირებული პირები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...