მარინა ეზუგბაია: covid -19-ის სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

“კოვიდინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია”.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მათგან ერთი ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა. მისი მდგომარეობა არაა მძიმე. ჩატარებული კვლელევით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. აქამდე გვყავდა 23 პაციენტი და გაგვიხდა 24 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ ჩვენთან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ის, ალბათ, დღეს დატოვებს ჩვენს ცენტრს. ჩვენთან მყოფი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია. ძირითადად, საშუალო სიმძიმისა და მათზე მსუბუქი პაციენტები გვყავს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, ამჟამად, კოვიდცენტრებში 106 ინფიცირებული მკურნალობს.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად