კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 705 თბილისში, 492 იმერეთში, 149 – აჭარაში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და იმერეთში გამოვლინდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2470 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 705 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 492, ქვემო ქართლი – 181, შიდა ქართლი – 161, გურია – 48, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 270, კახეთი – 319, მცხეთა-მთიანეთი – 63, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 598 396 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 565 773, გარდაიცვალა 8 621 პაციენტი.

კომენტარები
იტვირთება...