კოვიდ-ინფიცირებულ ორსულ ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა – დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს

აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ორსულ ქალს, რომელსაც კოვიდ-ინფექცია ბთუმში დაუდასტურდა საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, დედაც და ჩვილიც, საკეისრო კვეთის შემდეგ, თავს კარგად გრძნობენ. ორსული ქალი ე.წ “დონას” კლასტერს მიეკუთვნება. ოჯახში, ეს მათი მესამე შვილია. „ერთი ძალიან პოზიტიური ამბავია, გუშინ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა ორსულ ქალს, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა კოვიდინფექცია და დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობს. ბავშვებთან დაკავშირებული პირები და ორსულები არ რჩებიან აჭარაში და გადამისამართებულნი არიან სხვადასხვა კლინიკებში”,  – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად