კოვიდ 19-ის დელტა ვარიანტზე მეცნიერთა აზრი ორად გაიყო – ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ვაქცინირებულთა ტესტირებაც უნდა მოხდეს

კორონავირუსის დელტას ვარიანტის გავრცელება შეერთებულ შტატებში ბევრ ექსპერტს ეჭვს უჩენს, ხომ არ არის დრო, ვირუსზე ვაქცინირებული ადამიანების ტესტირებაც დაიწყოს. ამის შესახებ CNN წერს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, მონაცემებმა აჩვენა, რომ ვაქცინირებული ადამიანები ნაკლებად სავარაუდოა ვირუსს სხვებს გადასცემდნენ, ბეილორის სამედიცინო კოლეჯის ტროპიკული მედიცინის ეროვნული სკოლის დეკანმა, პიტერ ჰოტეზმა თქვა, რომ შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს იმაში დარწმუნება, რომ დელტა ვარიანტზეც მოქმედებს ვაქცინა.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ამჟამინდელ მითითებებში ნათქვამია, რომ სრულად ვაქცინირებულებს შეუძლიათ თავი შეიკავონ რუტინული ტესტირებისგან.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა უნდა გადავხედოთ ამ პოლიტიკას და დავადგინოთ, შეესაბამება თუ არა მოქმედი სახელმძღვანელო მითითებები ამჟამინდელ სიტუაციას”, – წერს ჰოტესი.

გარდა ამისა, CDC მხოლოდ მონაცემებს გვაწვდის ინფექციებზე, რომლებიც სერიოზულ დაავადებას იწვევს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მეცნიერებმა და ჯანდაცვის წარმომადგენლებმა არ იციან, რამდენ ვაქცინირებულ ადამიანს აქვს მსუბუქი, ან ასიმპტომური ინფექცია.

“ჩვენ უნდა განვავითაროთ კვლევა. თუ ვივარაუდებთ, რომ ეს უკვე დაწყებულია, მაშინ ჩნდება კითხვა, უნდა დაველოდოთ ამ გამოკვლევებს, თუ შევცვალოთ რეკომენდაციები ახლა და გადავხედოთ ასიმპტომური ვაქცინირებული პირების რეგულარულ შემოწმებას? იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად დესტრუქციულია ეს, მე ალბათ მიდრეკილი ვიქნები იმისკენ, რომ დაველოდო დამატებით მონაცემებს, სანამ საპირისპირო მიმართულებით წავიდოდი”, – წერს ჰოტეზი

“კარგი ამბავი ის არის, რომ mRNA ვაქცინები განაგრძობენ სერიოზულ დაცვას სერიოზული დაავადებებისგან, თუნდაც დელტასგან.”

MRNA ვაქცინებს აწარმოებს Moderna და Pfizer/BioNTech. Johnson & Johnson-მა ასევე აღნიშნა, რომ მისი ვაქცინა იცავს დელტასგან.

იმის გამო, რომ ვაქცინები იცავს, სხვა ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საჭირო არ არის რეკომენდაციების შეცვლა.

“მე მაინც მჯერა, რომ COVID-ზე დადებითი ტესტირების შანსები ვაქცინირებულ ადამიანებში ძალიან დაბალია”,- თქვა დოქტორმა პოლ ოფიტმა, ფილადელფიაში, ბავშვთა საავადმყოფოს ვაქცინების სწავლების ცენტრის დირექტორმა.

საერთო ჯამში, ძნელია მონაცემების მოძიება Covid-19 შემთხვევების შესახებ, რომლებიც გამოწვეულია დელტას ვარიანტით, ვაქცინირებულებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეძებენ ასიმპტომურ შემთხვევებს. მაისიდან CDC გადავიდა ვაქცინირებულ ადამიანებში ყველა შემთხვევების მონიტორინგიდან მხოლოდ იმ შემთხვევების მონიტორინგზე, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას ან სიკვდილს იწვევს.

ორშაბათს, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ანალიზმა აჩვენა კორონავირუსის ვაქცინა ოდნავ ნაკლებად იცავს სერიოზული დაავადებისგან, ვიდრე აქამდე და ამას ვირუსის დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირებს.

Pfizer/BioNTech ვაქცინა ფართოდ გამოიყენება ისრაელში.
6 ივნისის ჩათვლით, ვაქცინამ უზრუნველყო 64%-იანი დაცვა ყველა ინფექციისგან, ასიმპტომური ინფექციების და მსუბუქი დაავადებების ჩათვლით და 93%-იანი ეფექტურობა სერიოზული დაავადებებისა და ჰოსპიტალიზაციის მხრივ, ნათქვამია განცხადებაში.

დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ, აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, თქვა, რომ ისურვებდა მეტ მონაცემს ისრაელისისგან, სანამ გადაწყვეტს, რომ დელტა ვარიანტი თავიდან იცილებს ვაქცინებისგან დაცვას.

“ჩვენ უფრო დეტალური და კონკრეტული მონაცემები უნდა მივიღოთ ისრაელისგან”, – განაცხადა ფაუჩიმ.

ისრაელის მთავრობას ჯერ არ გამოუქვეყნებია ახალი მონაცემები, ან რაიმე სხვა ძირითადი ინფორმაცია დასკვნების დასადასტურებლად.

კომენტარები
იტვირთება...