კოცნით თავდავიწყებას მიცემული შეყვარებულები ხიდიდან გადავარდნენ და დაიღუპნენ (ვიდეო)

პერუს ქალაქ კუსკოში კოცნით გართული შეყვარებულები ხიდიდან გადავარდნენ და დაიღუპნენ

ღამის კლუბიდან გამოსული 34 წლის მეიბეტ ესპინოსი და 36 წლის ჰექტორ ვიდალი ხიდზე შეჩერდნენ და ერთმანეთს ჩაეკონენ. შემდეგ ქალის ხიდის მოაჯირზე შემოჯდა, ფეხები მამაკაცს შემოაჭდო წელზე და თავისკენ მიიზიდა, მაგრამ წონასწორობა ვერ შეიკავა ხიდიდან გადავარდა და მამაკაციც გადაიყოლა.

15 მეტრის სიმაღლიდან ასფალტს დანარცხებული ესპინოსი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ვიდალმა თავის ქალის მოტეხილობა მიიღო და რამდენიმე საათი იცოცხლა.

მათი ხიდიდან გადავარდნის მომენტი ხიდზე განთავსებულმა ვიდეოთვალმა დააფიქსირა.

ესპინოსი და ვიდალი ალპინისტები იყვნენ და კუსკოში საცხოვრებლად და ინსტრუქტორ-გამყოლებად სამუშაოდ იყვნენ გადასულები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...