კოტე ყუბანეიშვილი: გიორგი რურუა გამოუშვან და მე ჩავჯდები მის ნაცვლად – ის ქვეყანას სჭირდება, მე კი ციხეშიც კარგად ვიმუშავებ

“გიორგი რურუა გამოუშვან და მე ჩავჯდები მის ნაცვლად, იმ დროით, რაც მას დარჩა.”

ამის შესახებ პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა “მთავარ არხზე”, დღის სტუმარში განაცხადა და განმარტა, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათი უნდა გაუქმდეს.

კოტე ყუბანეიშვილმა თეა წულუკიანს “კომენდანტი” უწოდა და განაცხადა, რომ მზადაა თვითონ ჩაჯდეს ციხეში გიორგი რურუას ნაცვლად, მისივე თქმით, იმისთვისაც მზადაა, რომ ციხის კომენდანტი, რომელიც “მოწამლულ წყალს” შემოაწოდებს, წულუკიანი იყოს.

“გიორგი რურუა გამოუშვან და მე ჩავჯდები მის ნაცვლად, იმ დროით, რაც მას დარჩა”, – თქვა კოტე ყუბანეიშვილმა, ხოლო გადაცემის წამყვანის, შეკითხვაზე: “თქვენი აზრით, გამოუშვებენ გიორგი რურუას?”, პოეტმა ხელისუფლებისადმი შეთავაზება გაიმეორა: “გამოუშვან გიორგი რურუა, იმიტომ რომ ის ქვეყანას სჭირდება, მე კი ციხეშიც კარგად ვიმუშავებ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...