კოტე კუბლაშვილი: “ჩვენ ძალიან წინ წავედით სასამართლოს დამოუკიდებლობის გზაზე”

კოტე კუბლაშვილი უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარის რანგში თავის ბოლო კომენტარებს და განცხადებებს აკეთებს. 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში სასამართლო გაცილებით ძლიერი და დამოუკიდებელი გახდა  ვიდრე მანამდე.

"ჩვენ ძალიან წინ წავედით სასამართლოს დამოუკიდებლობის გზაზე" – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა. მან უზენაესი სასამართლოს მომავალ თავჯდომარეს რჩევაც მისცა "ვინც არ უნდა იყოს ჩემი შემცვლელი ყველაზე მთავარია წინ გაიხედოს, რაც მისაღწევი დარჩა ჩვენს ხელისუფლებას ის დაასრულოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეძლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა". 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად