კოტე გაბრიჩიძე: შიმშილით სიკვდილისკენ მივდივართ, 1 წლის შემდეგ ტურისტი სასაფლაოზე ჩამოვა?! 

შიმშილით სიკვდილისკენ მივდივართ, 1 წლის შემდეგ ტურისტი სასაფლაოზე ჩამოვა?! – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის სიკვდილიანობა 5%-მდეა, ხოლო შიმშილით სიკვდილი გაცილებით მაღალი პროცენტია.

“კორონავირუსის სიკვიდილიანობა არის საკმაოდ დაბალი. 1-3%, 5%-მდე. შიმშილით სიკვდილი არის ბევრად მაღალი პროცენტი. ეს თქვა ჩემმა შეფმზარეულმა ჯერ კიდევ მარტში. ეს ადამიანი არის ნათელი გონების ადამიანი, რომელმაც მარტში იწინასწარმეტყველა, ახლა რაც ხდება, რომ შიმშილით მოკვდება ადამიანების ბევრად მეტი რაოდენობა, ვიდრე გრიპით.

დაკეტვები ვერაფერ შედეგს ვერ იძლევა, სამაგიეროდ შიმშილისკენ მივდივართ. კორონავირუსის შემდეგ გვინდა, რომ საერთოდ რაღაცა დაგვხვდეს?! გაიხსნება ტურიზმი ერთი წლის მერე, ერთი წლის მერე რომ გაიხსნება, ტურისტი სასაფლაოზე ჩამოვა?!” – აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად