კოტე ანანიაშვილი: ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, კანონის ფარგლებში ვირეაგირებთ

აჭარის პოლიციის უფროსმა, კინოთეატრ „აპოლოსთან“ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა.

კოტე ანანიაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველებს ექნებათ მყისიერი რეაგირება, ნებისმიერ გადაცდომაზე, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება.

„საპოლიციო ძალები განლაგებულია კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მართლწესრიგის დაცვისაკენ. ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, კანონის ფარგლებში ვირეაგირებთ“,-აცხადებს კოტე ანანიშვილი.

როგორც აჭარის სამმართველოს უფროსი განმარტავს, პოლიციელების რაოდენობა ვითარებიდან გამომდინარე განისაზღვრება, საჭიროების შემთხვევაში კი, მათი ცანაცვლება მოხდება.

ფილის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მეორე საპრემიერო ჩვენება ბათუმის „აპოლოში“ 22 საათზე გაიმართება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად