კოსოვოს მიერ არმიის ფორმირების გადაწყვეტილების გამო, გაერო შეშფოთებას გამოთქვამს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში შეშფოთებას გამოთქვამს კოსოვოში სამი კანონპროექტის დამტკიცების შესახებ, რომლებიც კოსოვოს უსაფრთხოების ძალების პოტენციალის გაძლიერებას ითვალისწინებს. ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

გაერო-ს გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავშეკავება გამოიჩინონ და არ განახორციელონ რაიმე ისეთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა დაძაბულობის ზრდა გამოიწვიოს ბელგრადსა და პრიშტინას შორის.

14 დეკემბერს, კოსოვოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონმდებლობა უსაფრთხოების ძალებისა და ეროვნული არმიის ჩამოყალიბების შესახებ. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩინმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ პიშტინას ბელგრადთან დიალოგი არ სურს. მან აგრეთვე მოითხოვა გერო-ს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა.

NATO-ს გენერალურ მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა მიუხედავად ალიანსის შეშფოთებისა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად