კოსაჩევი: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა აღდგება, თუკი ამას საქართველო მოინდომებს

„რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო ამას მოინდომებს“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომაზე, საერთაშორისო საქმეთა ქვედა პალატის კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ქართული საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს უნდა მოვუწოდოთ, რომ მიუხედავად იმ მძიმე მოვლენებისა, რაც ამ ეტაპზე ორ ქვეყენას შორის ხდება, დაძლიონ ეს უბედურება, უბედურება, რომელიც შეემთხვა ქართველ ერს – ძალიან აგრესიული უბედურება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ აღვადგინოთ ჰარმონია ჩვენს ურთიერთობაში, თუმცა ეს მხოლოდ იმ პირობით მოხდება, თუკი საქართველო და ქართველი ერი მოინდომებს ამას“, – აცხადებს კოსაჩევი.

შეგახსენებთ, ორშაბათიდან ამოქმედდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განკარგულება, რომლის მიხედვითაც რუსულმა ავიაკომპანიებმა შეწყვიტეს რუსეთიდან საქართველოში ავიამიმოსვლა. ხოლო 22 ივნისიდან, ძალაში შევიდა კიდევ ერთი განკარგულება, რომლის მიხედვითაც რუსეთის ტერიტორიაზე ქართულ ავიაკომპანიებსაც აეკრძალათ ფრენების განხორციელება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...