“კორტების საქმეზე” დაკავებულები მოდულის შენობაში გადაყავთ

როგორც "აიპრესის" ჟურნალისტი გვატყობინებს, ამ წუთებში მოდულის შენობაში დაკავებულების მიყვანა დაიწყეს.

მოდულის შენობაში უკვე გადაყვანილები არიან ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელები, ასევე გიორგი ცააძე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გახლდათ. 

შეგახსენებთ, რომ  დღეს დილიდაბ ე.წ კორტების საქმეზე 11 პირი დააკავეს. ისინი ჯერ მთავარ პროკურატურაში დაკითხეს, შემდეგ კი ქალაქის სამმართველოსა და მოდულის შენობებში გადაიყვანეს.

რაც შეეხება გიორგი ცააძეს, მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მან მას შემდეგ რაც 100 მდე გასროლა განხორციელდა ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მიმართულობით, ორივე მათგანზე საკონტროლო გასროლა განახორციელა.

ფოტო: ალეკო შარვაძე

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...