კორონავირუსზე გამარჯვებულ ქვეყნებს მონტენეგრო შეუერთდა, სულ მსოფლიოში 20 ასეთი ქვეყანაა

მსოფლიოს კიდევ ერთ ქვეყანაში განიკურნა კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი

“მონტენეგრო წარმატებით გაუმკლავდა კორონავირუსს!
არცერთი ავადმყოფი!
ბრძოლის ეტაპი ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობისთვის – ადამიანის სიცოცხლისთვის – დასრულდა!”

ეს სიტყვები ჩერნოგორიის პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვჩმა დაწერა თავის ტვიტერზე

ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე 631219 მოსახლეობიან მონტენეგროში 17 მარტიდან დღემდე 324 კაცის ინფიცირება იყო დადასტურებული. მათგან 9 კაცი გარდაიცვალა, ხოლო 315 კი სრულად განიკურნა.

დღეისათვის მსოფლიოში სულ 215 სახელმწიფო, ამა თუ იმ სახელმწიფოს კუთვნილი, მაგრამ არა უშუალოდ მიმდებარე ტერიტორია და გემია, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.

კორონავირუსით ინფიცირებულების გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ყველა ინფიცირებული სრულად განიკურნა 16 სახელმწიფოში ამა თუ იმ სახელმწიფოს კუთვნილ, მაგრამ არა უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიაზე.

1. ფარერები (ევროპა, დანია) – 187

2. საფრანგეთის პოლინეზია (ოკეანეთი, საფრანგეთი) – 80
3. მაკაო (აზია, ჩინეთი) – 45
4. ერიტრეა (აფრიკა) – 39
5. აღმოსავლეთ ტიმორი (აზია) – 24
6. ახალი კალედონია (ოკეანეთი, საფრანგეთი) – 18
7. სენტ-ლუსია (ჩრ. ამერიკა) – 18
8. დომინიკა (ჩრ. ამერიკა) – 16
9. სენტ კიტსი და ნევისი (ჩრ. ამერიკა) – 15
10. ფოლკლენდის კუნძ. (სამხ. ამერიკა, დიდი ბრიტანეთი) – 13
11. სეიშელის კუნძ.(აფრიკა) –11
12. პაპუა ახალი გვინეა (ოკეანეთი) – 8
13. ნიდერლანდების კარიბის კუნძულები (ჩრ. ამერიკა, ნიდერლანდები) – 6
14. სენ-ბართელემი (ჩრ. ამერიკა, საფრანგეთი) – 6
15. ანგილია (ჩრ. ამერიკა, დიდი ბრიტანეთი) – 3
16. სენ-პიერი და მიკელონი (ჩრ. ამერიკა, საფრანგეთი) – 1

არცერთი ინფიცირებული აღარ ჰყავს:

1. მონტენეგროს, სადაც 324 პაციენტიდან 9 გარდაიცვალა

2. ტრინიდად და ტობაგოს (სამხ. ამერიკა), სადაც 116 პაციენტიდან 8 გარდაიცვალა
3. ბელიზს (სამხ. ამერიკა), სადაც 18 პაციენტიდან 2 გარდაიცვალა
4. მონსერატს (ჩრ. ამერიკა, დიდი ბრიტანეთი), სადაც 11 პაციენტიდან 1 გარდაიცვალა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად