კორონავირუსზე დონალდ ტრამპის ტესტის პასუხი უარყოფითია

ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახურმა დონალდ ტრამპის პირადი ექიმისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა განცხადება

თეთრი სახლის ექიმის თქმით, კორონავირუსზე პრეზიდენტის ტესტზე უარყოფითი შედეგია მიღებული.

გუშინ საღამოს პრეზიდენტთან ყოველმხრივი დისკუსიის შემდეგ, მან მიიღო გადაწყვეტილება  კორონავირუსზე შესამოწმებელი ტესტის ჩატარების შესახებ.

“ამ საღამოს მე მივიღე დადასტურება, რომ ტესტი უარყოფითია”, – ამბობს ტრამპის პირადი ექიმი შონ კონლი და იქვე ამატებს: “მარ-ა-ლაგოში ბრაზილიის დელეგაციასთან ვახშმობიდან ერთი კვირის შემდეგ პრეზიდენტს კვლავ არ აქვს სიმპტომები (დავადების)”

შეგახსენებთ, რომ მარ-ა-ლაგოში დონალდ ტრამპთან მყოფ ბრაზილიის დელეგაციის  წევრს, პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს პრესსპიკერს ფაბიო ვაინგარტენს ოთხაშაბათს, მოგვიანებით, პარასკევს კი პრეზიდენტებთან ერთად ვახშამზე მყოფ ბრაზილიის ელჩს ამერიკაში ნესტორ ფოსტერს, აგრეთვე  დონალდ ტრამპის და რესპუბლიკებისთვის სახსრების შეგროვების მიზნით გამართულ ღონისძიებაზე მყოფ ერთ-ერთ პირს, აღმოაჩნდათ კორონავირუსი

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად