კორონავირუსთან საბრძოლველად, ჩინეთში, პროვინციებს შორის ავტობუსების გადაადგილება შეჩერდება

ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა, რომ ქვეყნის პროვინციებს შორის ავტობუსების გადაადგილება შეჩერდეს,-ინფორმაციას ჩინური ტელეარხი CGTN-ი ავრცელებს.

მეედიის ცნობით, ეს ღონისძიება ძალაში 26 იანვარს შევა.

ზოგიერთი დასავლური მედიის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს, რომ დროებითი აკრძალვა რეგულარულ ავტობუსებზე დაწესდეს, როგორც პეკინიდან შესვლის, ისე გასვლის შემთხვევაში.

როგორც მანამდე ადგილობრივი გამოცემა Global Times-ი წერდა, რომ ჩინეთის ხელისუფლება ახალი კოროვირუსისგან მოსახლეობის დასაცავად სპეციალურ ზომებს მიმართავს, რაც დაახლოებით მილიარდ ადამიანზე იმოქმედებს.

ჩინეთში ახალი ტიპის კოროვირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევების რიცხვმა 1287 ადამიანს მიაღწია. დღე-ღამეში ამ დაავადების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 444-ით გაიზარდა.

ამ ტიპის პნევმონიის შედეგად მსხვერპლთა რიცხვმა 41 ადამიანს მიაღწია, მათგან 39 ჰუბეის პროვინციაშია.

კორონავირუსის მთავარი წყარო ჰუბეის პროვინციაა. შაბათს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე, პროვინციაში პაციენტთა რიცხვი 729-მდე გაიზარდა. დაავადების ეპიცენტრი ქალაქი უხანია, სადაც 38 ადამიანი დაიღუპა.

ამჟამად, 658 პაციენტი მკურნალობის კურსს პროვინციის საავადმყოფოში გადის, მათგან 100 მძიმე მდგომარეობაშია, 57 კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

ხელისუფლების განცხადებით, 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებებიდან გაწერეს.

დეკემბერში, ქალაქ უხანში პნევმონიის განვითარება დაფიქსირდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაავადების მიზეზი აქამდე უცნობი ტიპის კოროვირუსი იყო.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად