კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩინეთში გაემგზავრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს ადჰან გებრეიესუსი ჩინეთში გაემგზავრა, რათა პნევმონიის გავრცელების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას გაეცნოს.

”ჩინეთში მივემგზავრები, რათა მთავრობის წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის ექსპერტებს შევხვდე, რომლებიც კორნავირუსის გამომწვევ დაავადებათა რეაგირებაში ჩართულნი არიან”, – განაცხადა მან კვირას.

გებრეიესუსის განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ამ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთთან პარტნიორობის გაძლიერება სურს.

”მე და ჩემს კოლეგებს გვსურს, გავიგოთ უახლესი მოვლენები და გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ჩინეთთან, რომ  ეპიდემიისგან თავი დავიცვათ”, – აღნიშნა მან.

გასული წლის დეკემბერში ქალაქ უხანში პნევმონიის განვითარება დაფიქსირდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაავადების მიზეზი კორონავირუსის ახალი ტიპი იყო. ამ ტიპის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ჩინეთში, პნევმონიით 24 ადამიანი გარდაიცვალა, რომელსაც ახალი ტიპის კოროვირუსი იწვევს, შესაბამისად, დაღუპულთა საერთო რიცხვმა 80-ს მიაღწია.

საერთო ჯამში, ორშაბათს, 00:00 საათისთვის, ახალი კოროვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 2,794 ადამიანს მიაღწია.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად