კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის ტემპი კლებას განაგრძობს

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტემპმა უკანასკნელი სამი დღის მანძილზე 3,7% შეადგინა.

ჰოპკინსის მეცნიერებათა და ინჟინერიის კვლევითი ცენტრის (CSSE) თანამშრომელთა მიერ შექმნილ ინტერაქტიული რუკაზე თბილისის დროით 07:30 საათისთვის დატანილი მონაცემების თანახმად, ახალი კორონავირუს 2019-nCoV-ით ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 79360 კაცს, გარდაცვლილთა – 2619კაცს, სრულად განკურნებულთა კი 24963 კაცს.
 
აღნიშნული მონაცემების 21 თებერვლის დილის 06:45 საათისთვის არსებულთან შედარება გვიცვენებს, რომ კორონავირუს 2019-nCoV-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაზრდილია 2863-ით (3,7%), გარდაცვლილთა 372-ით (16,6%), ხოლო განკურნებულთა კი 6539-ით (35,5%).
 
 
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 97,2% ჩინეთზე მოდი. 21 თებერვლისთის ეს მაჩვენებელი 98,4%-ს შეადგენდა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაფიქსირებულია შემდეგ ქვეყნებში:
 
სამხრეთ კორეა – 763
იტალია – 157
იაპონია – 147
სინგაპური – 89
ჰონგ-კონგი – 74
ირანი – 43
აშშ – 35
ტაილანდი – 35
ტაივანი – 28
ავსტრალია – 22
მალაიზია – 22
გერმანია – 16
ვიეტნამი – 16
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 13
საფრანგეთი – 12
მაკაო – 10
დიდი ბრიტანეთი – 9
კანადა – 9
ფილიპინები – 3
ინდოეთი – 3
რუსეთი – 2
ესპანეთი – 2
ბელგია, ეგვიპტე, ისრაელი, კამბოჯა, ლიბანი, ნეპალი, ფინეთი, შვედეთი, შრი ლანკა – 1
 
სულ 1519 კაცი
 
გარდა ამისა, კორონავირუსით ინფიცირებული 691კაცი იმყოფება იაპონიაში, იოკაჰამას პორტში, კარანტინში მყოფ საკრუიზო გემზე “ბრილიანტის პრინცესა”.
 
ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუს 2019-nCoV-ით ინფიცირებულის გარდაცვალების 27 შემთხვევა დაფიქსირდა:
 
ირანი – 8
კორეა – 7
იტალია – 3
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 3
ჰონგ-კონგი – 2
ფილიპინები, საფრანგეთი, ტაივანი, იაპონია – 1
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად