კორონავირუსით ინფიცირებულთა სიხშირიანობით ბელარუსი ევროპაში მეექვსე ადგილზეა

განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას, ბელარუსის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, სააგენტო “ბელტა” ავრცელებს

ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 932 შემთხვევა დაფიქსირდა, 13-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

ბელარუსში უკვე მეჩვიდმეტე დღეა, რაც ინფიცირების შემთხვევების დღიური მატება 905-დან და 969-მდე ინტერვალშია.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 34 303 შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა აბსოლუტური რაოდენობით მსოფლიოში 23-ე ადგილზეა.

კორონავირუსიანთა სიხშირიანობით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც მოსახლეობის რაოდენობა მილიონზე მეტია, ბელარუსმა დღეს შვეიცარიას გადაასწრო და ევროპაში მე-6 ადგილზეა. მასზე წინ ესპანეთი, ირლანდია, ბელგია, იტალია და დიდი ბრიტანეთია.

ბელარუსში ყოველი მილიონი მაცხოვრებლიდან 3 630 კაცია ინფიცირებული, მის წინ მყოფ დიდ ბრიტანეთში 5698 კაცი, ხოლო მის უკან მოქცეულ შვეიცარიაში – 3551 კაცი.

ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა.

ბელარუსში, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის დღიდან ოფიციალურად ერთხელაა დადასტურებული 7 კაცის გარდაცვალება, ორჯერ – 6 კაცის, 12-ჯერ 5 კაცის, 17-ჯერ – 4 კაცის, 10-ჯერ – 3 კაცის, 5-ჯერ – 2 კაცის, 3 შემთხვევაში – კი თითო-თითო კაცის გარდაცვალება.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში კორონავირუსით 190 კაცის გარდაცვალებაა ოფიციალურად დადასტურებული.

კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა ბელარუსში 20,1-ის ტოლია.

ბელარუსში, განვლილ 24 საათში, 776 კაცი განიკურნა კორონავირუსისგან. სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, განკურნებულია 12 833 კაცი, ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 37,41%

გუშინ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ვლადიმირ კარანიკთან და თავის თანაშემწე ალექსანდრ კოსინცთან რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიმოხილვის დროს განაცხადა, რომ არსებული მონაცემები რესპუბლიკაში მდგომარეობის თანდათან გაუმჯობესებაზე მიუთითებენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოდუნება. “ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ადამიანების სიცოცხლისთვის. ყველაფერი უნდა ვიღონოთ და გადავარჩინოთ ადამიანები, რადგან დარჩება ერთი მაჩვენებელი – სიკვდილიანობა”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად