კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის იტალიაში 4 ბავშვია, მათ შორის ერთი 4 წლის ასაკის

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

ინფიცირებულთა შორის, ლომბარდიის ოფიციალური პირთა განცხადების თანახმად, 4 ბავშვი, მათ შორის, ერთი 4 წლის ასაკის გოგონაა.
 
მას შემდეგ, რაც იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ლომბარდიასა და ვენეტოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ გახდა ცნობილი, დაავადება გავრცელდა ქვეყნის 7 რეგიონში, მათ შორის უკიდურეს სამხრეთში, სიცილიაში. ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 350 კაცს. გარდაცვლილია 11 კაცი.
 
უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის გამავრცელებლებელთა შორის ავსტრიაში, შვეიცარიაში, ხორვატიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ალჟირში, საბერძნეთში და ბრაზილიაში აღმოჩნდნენ ის პირები, რომლებიც იტალიის ჩრდილოეთში იმყოფებოდნენ.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად