კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ბელარუსმა ეკვადორს გადაასწრო და მსოფლიოში 22-ე ადგილზეა (ვიდეო)

განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას, ბელარუსის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, სააგენტო “ბელტა” ავრცელებს

ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 946 შემთხვევა დაფიქსირდა, 8-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

ბელარუსში უკვე მეოცე დღეა, რაც ინფიცირების შემთხვევების დღიური მატება 905-დან და 969-მდე ინტერვალშია.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 37 144 შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა აბსოლუტური რაოდენობით ბელარუსმა დღეს ეკვადორს გადაასწრო და მსოფლიოში 22-ე ადგილზეა.

კორონავირუსიანთა სიხშირიანობით ბელარუსმა დღეს დიდ ბრიტანეთს და იტალიას გადაასწრო და იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც მოსახლეობის რაოდენობა მილიონზე მეტია, ევროპაში მე-4 ადგილზეა. მასზე წინ მხოლოდ ესპანეთი, ირლანდია და ბელგიაა

ბელარუსში ყოველი მილიონი მაცხოვრებლიდან 3 931 კაცია ინფიცირებული. ამ მაჩვენებლით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც მოსახლეობის რაოდენობა მილიონზე მეტია ბელარუსი მსოფლიოში მე-9 ადგილზეა, ხოლო ევროპაში მას მხოლოდ სამი ქვეყანა უსწრებს: ესპანეთი – 6 050, ირლანდია – 4996 და ბელგია – 4 950

განვლილ 24 საათში, ბელარუსში, კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა.

ბელარუსში, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის დღიდან ოფიციალურად ერთხელაა დადასტურებული 7 კაცის გარდაცვალება, ორჯერ – 6 კაცის, 14-ჯერ 5 კაცის, 18-ჯერ – 4 კაცის, 10-ჯერ – 3 კაცის, 5-ჯერ – 2 კაცის, 3 შემთხვევაში – კი თითო-თითო კაცის გარდაცვალება.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში კორონავირუსით 204 კაცის გარდაცვალებაა ოფიციალურად დადასტურებული.

კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა ბელარუსში 21,6-ის ტოლია (44-ე ადგილი მსოფლიოში და 29-ე ევროპაში) ხოლო სიკვდილიანობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში – 0,55%.

21 მაისს, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ვლადიმირ კარანიკთან და თავის თანაშემწე ალექსანდრ კოსინეცთან რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიმოხილვის დროს განაცხადა, რომ არსებული მონაცემები რესპუბლიკაში მდგომარეობის თანდათან გაუმჯობესებაზე მიუთითებენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოდუნება. “ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ადამიანების სიცოცხლისთვის. ყველაფერი უნდა ვიღონოთ და გადავარჩინოთ ადამიანები, რადგან დარჩება ერთი მაჩვენებელი – სიკვდილიანობა”

ბელარუსში სიკვდილიანობის მაჩვენებელის სიდიდე ბევრში, მათ შორის, ბელარუსთა ერთ ნაწილში, კითხვებს წარმოშობს.

ბელარუსულმა პრესამ ყურადღება გაამახვილა ინტერნეტში გავრცელებული სლაიდის სქრინშოტზე, რომელზეც ჩანს, რომ აპრილის ბოლოს მინსკის საავადმყოფოებში “კოვიდურ” რეანიმაციებში გარდაცვალების მაჩვენებელი – 117 პაციენტი. ამასთან, 1 მაისის ოფიციალური მონაცემებით მთელ ბელარუსში კოვიდ19-ით გარდაცვლილად მითითებული იყო 93 პაციენტი.

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელდა ინტერნეტში სლაიდის თავდაპირველად წარმდგენის, ქირურგიის, ტრანსპლანტოლოგიის და ჰემატოლოგიის მინსკის სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგიის, რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, დოცენტის და ბელარუსის დამსახურებული ექიმის, ალექსანდრ ძიაძკოს განმარტება.

ალექსანდრ ძიაძკომ რიცხვებს შორის განსხვავება იმით ახსნა, რომ თავდაპირველად “შეტანილი იყო არა მხოლოდ კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევები, არამედ ის შესაძლო შემთხვევებიც, როდესაც დამაზუსტებელი დიაგნოსტიკის პროცესში გამოვლინდა სხვა ეტიოლოგიის პნევმონია (ვირუსული, ბაქტერიალური, ჰიპოსტატიური და სხვა) და დიაგნოზი “კორონავირუსი” მოხსნილი იქნა”

“თუ, მე ხშირად ვამბობ ამას ბოლო თვეს, შემდგომშიც ასე გაგრძელდება, მაშინ ჩავთვლით, რომ ჩვენ მოვერიეთ ღმერთის დახმარებით, ამ დაავადებას”, – განაცხადა დღეს დღეს, ბელარუსის პრეზიდენტმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად