კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 58 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსი მსოფლიოში 58 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამ მონაცემებს ავრცელებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც აკვირდება COVID-19-ის მსოფლიო სტატისტიკას.

ბოლო მონაცემებით, დედამიწაზე კორონავირუსის დიაგნოზი 58,014,491 ადამიანს დაუსვეს. გამოჯანმრთელდა 37 155 362 პაციენტი, გარდაიცვალა 1 378 866.

ინფიცირების შემთხვევათა უმეტესობა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში (12,059,686), ინდოეთში (9,050,597) და ბრაზილიაში (6,020,164).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად