კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლის, ყველაზე პატარა კი – 2 წლისაა

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა,  კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ასაკობრივი კატეგორია 2 წლიდან იწყება.

„საშუალო ასაკი არის 37 წელი, მაქსიმალური – 82, ხოლო მინიმალური – 2 წელი“, – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ: საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 10 ; კარანტინის რეჟიმში იმყოფება- 4055 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად