კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი 10 წლის ბავშვის მშობელია, რომელსაც ინფექცია გუშინ დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული ერთი ახალი შემთხვევა ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელია.

მისივე თქმით, დღეს ტესტი 14-მდე პაციენტს ჩაუტარდა და კოვიდ19 მხოლოდ მოზარდის მშობელს დაუდასტურდა.

„ერთი ახალი შემატებული პაციენტი ათი წლის მოზარდის მშობელია, რომელსაც დღეს დავუდასტურეთ. დღეს დილად 14-მდე ტესტი გავაკეთეთ და მშობელს დაუდასტურდა, დანარჩენი ნეგატიური იყო“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად