კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების დაინფიცირების წყარო ცნობილია

ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ყველას შემთხვევაში ინფიცირების წყარო ცნობილია.

” სამი არის იმერეთის რეგიონში, ქუთაისში გადაყვანილი, სამი თბილისში. არც ერთი არ არის შიდა გავრცელება.როგორც ჩემთვის ცნობილია, ყველა არის შემოტანილი შემთხვევა. წყარო არის ცნობილი, ეს ნიშნავს, რომ არ არის მეორეული, მესამეული, მეოთხეული გადაცემა“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად