კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტის წყარო ცნობილია

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ პაციენტებიდან სამი უკვე დადასტურებულ ინფიცირებულებთან კონტაქტია, ორი კი, საკარანტინო სივრციდანაა“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ: საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 14 კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში კორონავირუსი სულ  728 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად