კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი 79-მდე გაიზარდა

ამის შესახებ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ახალ ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთი ორსული ქალბატონია.

“დღეს დღეობით ჩვენ გვყავს 79 პაციენტი. ერთ-ერთი პაციენტი საყურადღებოა, ორსული ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მარნეუნელი პაციენტის ახლო ნათესავი.

იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ, მარნეულში გამოკვლევა მიმართულია ამ ქალბატონის ნათესავებზე, ამ კლასტერის გამოკვლევისას დაადგინეს covid-19-ი და გადმოყვანილია საუნივერსიტეტო კლინიკაში”-ამბობს ტიკარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად