კორონავირუსით ინფიცირებულ სომხეთის მოქალაქეა – საზღვარზე შემოსვლისას ტესტმა ვირუსი არ დაადასტურა

სომხეთის მოქალაქეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ატმის შესაძენად ჩავიდა, განმეორებითმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა, ინფორმაციას გურჯაანის საზოგადოებრივ ცენტრში ადასტურებენ. მას covid-19-ზე ანალიზი საზღვარზე შემოსვლის მომენტშიც აუღეს, თუმცა მაშინ ტესტმა ვირუსი არ დაადასტურა .

მამაკაცი თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც ამ წუთებში მკურნალობის კურსს გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ეპიდემიოლიგების ინფორმაციით, ეს არის იმპორტირებული შემთხვევა და წყაროს დადგენა ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად