კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა. აღნიშნული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

კარანტინის რეჟიმშია 4908 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 429 პირი.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 234 შემთხვევიდან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.

ცნობისთვის, 4 შემთხვევა დაფიქსირდა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, რის გამოც მთავრობამ ლენტეხის მუნციპალიტეტში სრული საკარანტინო ზომები აამოქმედა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად