კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა კიდევ ერთ, რიგით 62-ე ქვეყანაში დაფიქსირდა (ვიდეო)

ეკვადორის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ დაადასტურა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა.

მინისტრმა კატალინა ანდრამუნომ ახლახანს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ესპანეთიდან 14 თებერვალს დაბრუნებულ ეკვადორის მოქალაქეს, თავდაპირველად სიმპტომები არ ჰქონდა, თუმცა მომდევნო დღეებში დისკომფორტის განცდის და სიცხის გამო ფანმრთელობის სახლში იქნა ჰოსპიტალიზირებული.

ყველა აუცილებელი ტესტის ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ იგი კორონავირუსის მატარებელია და მისი მდგომარეობა არცთუ მსუბუქია. მინისტრის განცხადებით, ამჟამად ზედამხედველობის ქვეში ის 80 კაცი იმყოფება, რომლებსაც პაციენტთან ჰქონდათ კავშირი.

ეკვადორი მესამე ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში ბრაზილიის და მექსიკის შემდეგ, სადაც კორონავირუსით ინფიცირება დაფიქსირდა. სულ იმ ქვეყნების რაოდენობამ, სადაც ახალი კორონოვირულით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, 62-ს მიაღწია.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად