კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დღეს უკვე მეშვიდე ქვეყანაში დაფიქსირდა

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დღეს მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში დაფიქსირდა.

დღის დასაწყიში გავრცელებულ ცნობებს ლიტუვაში და ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევების დადასტურების შესახებ, მოგვიანებით დაემატა ინფორმაციები მექსიკაში, ნიგერიაში, ახალ ზელანდიაში და სულ ბოლოს, აზერბაიჯანში და ისლანდიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევების შესახებ.

ისლანდიური პრესის ცნობით კორონავირუსით ინფიცირება 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს დაუდგინდა და მის მდგომარეობა არ არის მძიმე.

ამრიგად, დღეს, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსი გავრცელების პირველი შემთხვევები მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში დადასტურდა.

სულ, ახალი კორონავირუსით ინფიცირება დღემდე 59 ქვეყანაში არის დადასტურებული

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად