კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა ბათუმში

კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა ბათუმში. „მედალფაში“ აცხადებენ, რომ კლინიკაში სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი მიიღეს.

კლინიკის ექიმების განმარტებით, ორ შემთხვევაში ინფიცირებულები თურქეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები არიან, ერთი პირი კი საქართველოში ლონდონი-ბათუმის ავიარეისით დაბრუნდა.

ამჟამად „მედალფაში“ 12 ინფიცირებულია, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზეა. კლინიკის მენეჯმენტის განცხადებით, ოთხი პირი გამოჯანმრთელების სტადიაშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად