კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში მილიონს გადასცდა

პორტალ corona-scanner. com-ზე თბილისის დროით 20:58 სათზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში მილიონს გადასცდა

პორტალის ინფორმაციით, ამ დროისთვის მსოფლიოში 33 184 813 კოვიდინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული.
 
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 24 508 153 კაცი, რაც კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 73.85%-ს შეადგენს.
 
მკურნალობას განაგრძობს 7 676 288 კაცი – კოვიდინფიცირებულთა 23.13%.
 
კორონავირუსით გარდაიცვალა 1 000 367 კაცი, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 3.01%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად