კორონავირუსით გარდაცვლილი მეუფე სერგი ჩეკურაშვილის დაც კორონავირუსით გარდაიცვალა

დედოფლისწყაროში, 5 შვილის დედა, 49 წლის ნატო ტოკლიკიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. მას დედოფლისწყაროს კოვიდ-კლინიკაში მკურნალობდნენ.

პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანისას მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილი ნეკრესის ეპარქიის მეუფეს, სერგი ჩეკურიშვილის ნახევარდა იყო. თავად მეუფეც პოსტოპერაციულ პერიოდში, კორონავირუსით წარმოშობილი გართულებებით, 21 სექტემბერს, თბილისში, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.
კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულია. კოვიდ- მიმღები კლინიკები გადატვირთულია, ხოლო ტესტირების ცენტრებში დიდი რიგებია.

კომენტარები
იტვირთება...