კორონავირუსით გარდაცვლილი მე-14 პაციენტი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან გარდაცვლილი მამაკაცი მათი თანამშრომელი იყო

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილი მეთოთხმეტე პაციენტი საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო. ეროვნული ბანკი მომხდართან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებს.

“ძალიან სამწუხარო ამბავი…

გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით (COVID-19) ეროვნული ბანკის თანამშრომელი გარდაიცვალა.

ეროვნული ბანკი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს…”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად