კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ პირველ 50-ეულში ჩინეთი ბელარუსმა ჩაანაცვლა

ქვეყანა, საიდანაც კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს მოედო, ინფიცირებულთა რაოდენობით დაწინაურებულ ქვეყნებს სულ უფრო და უფრო მეტად შორდება

დღეისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან ინფიცირებულთა რაოდენობამ ბელარუსში 85 734-ს მიაღწია და ამ მაჩვენებლით მან გადაასწრო ჩინეთს, რომელიც დღემდე მსოფლიოში 50-ე იყო.
 
ყოველ მილიონ კაცზე გადაანგარიშებით ბელარუსში 9074 ინფიცირებულია, ჩინეთში კი 59.
 
აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით ჩინეთი მსოფლიოში 202-ე ადგილს იკავებს და მასზე  ნაკლები ინფიცირებული მხოლოდ 12 ქვეყანას ჰყავს.
 
ყოველ მილიონზე გარდაცვლილთა რაოდენობით ბელარუსი (97) 75-ე ადგილს იკავებს, ჩინეთი (3) კი 180-ეს.
 

ყოველ მილიონ მცხოვრებზე ინფიცირებულთა რაოდენობით საქართველო (3885) 105-ე, ყოველ მილიონზე გარდაცვლილთა რაოდენობით (30) კი 117-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა, არაერთგზის რეკომენდაციების მიუხედავად, არ დაუჭირა მხარი შემზღუდავ ზომებს და მოსახლეობას კორონავირუსთან გასამკლავებლად, არაყი, ტრაქტორი და საუნა ურჩია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად