კორონავირუსით აჭარის რეგიონში კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით რეგიონში 5 პაციენტი გარდაიცვალა.

სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან ერთი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში, 2 მედცენტრში, ორი კი, სამედიცინო ცენტრში გადიოდა მკურნალობას.

“70 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 06:10:2020, გარდაიცვალა:29:10:2020
დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, თირკმლის უკმარისობნა, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა.
76 წლის კაცი, შემოვიდა 23.10.2020 14.53, გარდაიცვალა 30.10.2020 00:30
დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19,ორმხრივი პნევმონია,სუნთქვის მწვავე უკმარისობა,მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრონიკული უკმარისობა.
70 წლის ქალი, შემოვიდა 21.10.2020, გარდაიცვალა 30.10.2020
დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია,სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესენციური პიპერტენზია, სიმსუქნე, არტერიული ჰიპერტენიზა.
69 წლის კაცი, შემოვიდა 23.10.2020, გარდაიცვალა 29.10.2020
დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ქვედა კიდურების არტერია, თრომბოზი, ცე ჰეპატირი, არტერიული ჰიპერტენზია.
62 წლის ქალი, შემოვიდა 27.10.2020, გარდაიცვალა 29.10.2020
დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის იშემიური დაავდება, არტერიული ჰიპერტენზია”, – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად