კორონავირუსისგან ბათუმის კლინიკაში მე-5 პაციენტი განიკურნა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი, როგორც სხვა ინფიცირებულები, ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ გადიოდა მკურნალობას. მისთვის ჩატარებული განმეორებითი კვლევის ანალიზის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს და თვითიზოლაციაში, სახლის პირობებში დარჩება. ბათუმში, კორონავირუსისგან ინფიცირებული პაციენტის მეხუთე შემთხვევაა.
ამ დროისთვის კლინიკა „მედალფაში“ ცხრა ინფიცირებული რჩება.
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად