კორონავირუსის ვაქცინა შესაძლოა ცხვირის სპრეის სახით იყოს

მსოფლიოს რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მთავარმა მკვლევარმა სუმია სვიმინატანმა განაცხადა.

ჯანმოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად სპრეის ფორმით ვაქცინა არ არსებობს. “ყველა მათგანი ჯერ კიდევ ინექციის სახით არის. თუმცა, ცხვირის სპრეის რამდენიმე ფორმულირება მუშავდება,” – თქვა სვიმინატანმა.

მანამდე WHO-მ განაცხადა, რომ COVID-19 პანდემიის შემთხვევაში შეიძლება ერთზე მეტი პირველადი ინფექციის შესახებ ვისაუბროთ, ვინაიდან პათოგენის გადაცემა ადამიანზე შესაძლებელია რამდენიმე ცხოველისგან. ასე რომ, კორონავირუსი შეიძლება გავრცელდეს მრავალი წყაროს საშუალებით და დროის სხვადასხვა მონაკვეთებშიც კი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად